logo
ENG



ნენსი პელოსის ქმარს სახლში შეჭრის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 ოქტ 202217:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/c505o8gl6hpk51n.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს სახლში შეჭრის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა სან-ფრანცისკოში მოხდა.

82 წლის პოლ პელოსი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც BBC წერს, თავდამსხმელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის დროს ნენსი პელოსი სახლში არ იყო. წყვილი ქორწინებაში 1963 წლიდანაა.

ნენსი პელოსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია აშშ-ში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ის მეოთხედ 2021 წელს აირჩიეს.

მისი ქმარი, მულტიმილიონერი პოლ პელოსი რამდენიმე თვის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის გაასამართლეს. მას ხუთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.


close დახურვა