logo
ENG



ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

15 იან 202312:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/15/tbfwdw5ehc2nqbj.jpg

ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ბორტზე სულ 72 ადამიანი იყო, მათგან 4 - ეკიპაჟის წევრი.

Yeti Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუდან ქალაქ პოკჰარში მიფრინავდა, როდესაც დაშვების დროს ჩამოვარდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტთან ახლოს დაფრინავს, შემდეგ კი მკვეთრად მიმართულებას იცვლის.

სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე სეტის ხეობაში, რომელიც აეროპორტიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან ნეპალელი სამხედრო მოსამსახურეები.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ბორტზე 53 მგზავრი ნეპალელი იყო. თვითმფრინავში ასევე იყვნენ მგზავრები ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან და საფრანგეთიდან.


close დახურვა