პარასკევს ნეპალში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა და ბიძგები სამ სხვადასხვა პროვინციაში იგრძნობოდა. მისი სიღრმე 18 კილომეტრი იყო და ბიძგები ნიუ დელიმდეც აღწევდა.
ნეპალის პოლიციის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 140-ს აჭარბებს - მათი თქმით, 2015 წლის შემდეგ, ეს ყველაზე სასიკვდილო მიწისძვრა იყო. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა Reuters განუცხადეს, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ამ დრომდე ვერ ამყარებენ კონტაქტს ეპიცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან.