logo
ENG



ნიდერლანდები, მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამო, რუსეთს სტრასბურგში უჩივის

11 ივლ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

ნიდერლანდები, მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამო, რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 6 წლის წინ დონბასში მომხდარ ტრაგედიაზე სამართლიანობის უზრუნველყოფა მთავრობის მუშაობის პრიორიტეტია.

ნიდერლანდები მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რადგან გამოძიების თანახმად, ბუკის სარაკეტო კომპლექსი, რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთიდან ჩაიტანეს.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ივლისს მომხდარ ტრაგედიას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. მგზავრების უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.


close დახურვა