logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

17 ნოე 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/w9fkovt5l9aa1j8.jpg

ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნიდერლანდების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში ურყევია.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თანხის ნაწილი ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოხმარდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში გაიზრდება.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავალ წელს უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გავუწევთ. ეს შეინარჩუნებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.


close დახურვა