logo
ENG



ნიდერლანდები ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს და პეტერბურგში საკონსულოს ხურავს

19 თებ 202300:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/19/0m1usg5qj49fukz.jpg

ნიდერლანდები ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰუკსტრას თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ რუსეთი საელჩოში დიპლომატიის საფარქვეშ დაზვერვის ოფიცრების დასაქმებას ცდილობს. 

"რუსეთი ისევ და ისევ ცდილობს ნიდერლანდებში დაასაქმოს დიპლომატების მაგივრად დაზვერვის ოფიცრები. ამავდროულად რუსეთი უარს ამბობს ვიზების გაცემაზე ნიდერლანდელი დიპლომატებისთვის, რათა სანქტ-პეტერბურგში საკონსულო და მოსკოვში საელჩო დავაკომპლექტოთ. ეს მიუღებელია და არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. ამიტომ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან არ შეიძლება ჰააგაში რუსულ საელჩოს ჰყავდეს იმაზე მეტი დიპლომატი, ვიდრე ნიდერლანდებს მოსკოვში. რუსი დიპლომატების ნაწილი დატოვებს ნიდერლანდებს. სანქტს-პეტერბურგში ნიდერლანდების საკონსულო დროებით დაიხურება, არასაკმარისი პერსონალის გამო. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამსტერდამში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა დაიხურება. რუსმა დიპლომატება ქვეყანა 2 კვირაში უნდა დატოვონ", - ამბობს მინისტრი.


close დახურვა