ნიდერლანდების არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, იმარჯვებს ულტრამემარჯვენე პოპულისტი გერტ ვილდერსი, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და პირობას დებს, რომ იმიგრაციას დაამარცხებს.
პროგნოზების თანახმად, ვილდერსის თავისუფლების პარტია (PVV) პარლამენტში 150-დან 35 ადგილს მოიპოვეს, რაც მას საშუალებას მისცემს, პირველმა ჩამოაყალიბოს მთავრობა. გარდა ამისა, PVV ათი ადგილით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.
თავის გამოსვლაში, ვილდერსმა თქვა, რომ დაასრულებს "თავშესაფრებისა და იმიგრაციის ცუნამს".
CNN წერს, რომ ვილდერსმა ანტიიმიგრაციული ტალღა ააგორა, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო საცხოვრებლების დეფიციტსა და ცხოვრების ღირებულებისა და გადატვირთული ჯანდაცვის გამო გავრცელებულ შიშს ეყრდნობოდა.
ვილდერსი ასევე ღიად გამოდის ევროკავშირის წინააღმდეგ. იგი მოუწოდებს ნიდერლანდებს გააკონტროლოს საზღვრები, შეამციროს კავშირისთვის გადახდები და ნებისმიერი ახალი წევრის მიღება დაბლოკოს.
მან არაერთხელ თქვა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან ეს იარაღი მისთვის არის საჭირო, რათა თავი დაიცვას. თუმცა, როგორც CNN აღნიშნავს, არც ერთი ის პარტია, რომელთანაც მან შეიძლება მთავრობა ჩამოაყალიბოს, ამ შეხედულებებს არ იზიარებს.
ეგზიპტოლმა აჩვენა, რომ პრემიერმინისტრ მარკ რუტეს მარტიამ VVD-მ 24 მანდატი მიიღო და ამით მესამე ადგილას გავიდა.
სწორედ იმიგრაცია გახდა საკვანძო პრობლემური პრობლემა, რის გამოც რუტეს კაბინეტი დაიშალა.
მოსალოდნელია, რომ ვილდერსმა მთავრობის ჩამოყალიბება სწორედ VVD-ისა და პარტია "ახალი სოციალური კონტრაქტის" მონაწილეობით სცადოს, რომლებსაც ჯამში 79 მანდატი ექნებათ. თუმცა მოლაპარაკებებს ვილდერსის შეხედულებები გაართულებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. შესანიშნავად მესმის, რომ არავითარი ზომა არ უნდა მივიღოთ, რომელიც არაკონსტიტუციური იქნება", - განაცხადა ვილდერსმა.
ვილდერსი საერთაშორისოდ ცნობილია თავისი ანტიისლამური პოლიტიკით და ნიდერლანდებში გაასამართლეს დისკრიმინაციისთვის მას შემდეგ, რაც 2014 წლის კამპანიის მიტინგზე მან მაროკოელებს შეურაცხყოფა მიაყენა.