logo
ENG



ნიდერლანდების ელჩი: ვურჩევ საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა

08 სექ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/1rsad2hbseo4p2a.jpg

როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება მედიაგარემოს. ვურჩევ საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი. ეს არის ნამდვილად საკვანძო რეკომენდაციაა და ამასთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი, სასამართლო სისტემის რეფორმის რეკომენდაცია. 12-ვე რეკომენდაცია ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენი საელჩო მზადაა, ამ საკითხზე ყველა მხარესთან იმუშაოს. გასული წლის 5 ივლისის საზარელი თავდასხმა ჟურნალისტებსა და ლგბტ პირებზე ძალიან შავი დღე იყო, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სამართლიანი და ეფექტური გამოძიებისკენ ორგანიზატორების მიმართ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას საქმესაც, მხედველობაში გვაქვს მიღებული ის კითხვებიც, რომლებიც სახალხო დამცველმა დასვა. ეს საქმე კავშირშია როგორც სასამართლო რეფორმასთან, ასევე მედიის თავისუფლებასთან. ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას.


close დახურვა