ორი აფეთქება მოხდა ნიდერლანდებში. ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთდროულად ამოქმედდა ამსტერდამისა და კერკადის საფოსტო განყოფილებებში. როგორც ირკვევა, მოწყობილობა ორივე განყოფილებაში საფოსტო გზავნილით მიიღეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია გამოძიება.
სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ჰყავთ. საფოსტო კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მუქარის წერილების მიღება ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს.
