logo
ENG



ნიდერლანდებში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ღამის კლუბში მძევლები ჰყავდა აყვანილი

30 მარ 202417:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/30/xupbtdfa7ibwns4.png

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ ღამის კლუბში აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა.

სამართალდამცველებმა შენობაში მყოფი ყველა მოქალაქე გამოიყვანეს. რაც შეეხება თავდამსხმელს ის პოლიციამ ადგილზე დააკავა. ცნობილია, რომ დაკავებამდე კაცმა ჯერ 3 მძევალი გაათავისუფლე, ხოლო შემდეგ კიდევ ერთ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა.

პოლიციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კაცის ტერორიზმთან კავშირში არ იკვეთება, თუმცა სხვა დეტალები, მათ შორის თავდასხმის მოტივი უცნობია.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციას მთელი პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდა, ხოლო ახლოს განლაგებული სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.


close დახურვა