logo
ENG



ნიდერლანდებში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

09 მარ 202018:43
3 წუთის საკითხავი
 

ნიდერლანდებში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

საქმის მთავარი ფიგურანტი 3 რუსი და ერთი უკრაინელია, რომელთაც ბუკის კომპლექსის რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეტანა ბრალდებათ. მოსმენას ეჭვმიტანილები არ ესწრებიან. თუმცა ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად პროცესის მათ გარეშე წარმართვა შესაძლებელია.

საქმე 36 ათას გვერდიანია და სავარაუდოდ სასამართლო ერთი წელი გაგრძელდება.  მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო ბოინგი დონბასში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. დაიღუპა 298 ადამიანი. აქედან უმეტესობა, 156 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაინერი პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, ბუკის ტიპის სარაკეტო კომპლექსი კი უკრაინაში კურსკის ავიაბაზიდან შეიტანეს.


close დახურვა