logo
ENG



ნიკა გვარამია: დაკითხვა იყო ობიექტური, მთავარი დამნაშავე კი გია ვოლსკია

31 იან 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
ncx0e6nrl8mpg15.jpg

ნიკა გვარამია ამ წუთებში დატოვა ვაკე-საბურთალოს პოლიცია. მან პირველი კომენტარი მედიასთან გააკეთა და როგორც აღნიშნა, დაკითხვა მიმდინარეობდა ობიექტურად. რაც შეეხება საქმის დეტალებს, მისი თქმით მთავარი დამნაშავეა ის პირი, ვინც მისი ცემა შეუკვეთა. საუბარია გია ვოლსკიზე, ვის დაკითხვასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი. 

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში 20-ჯერ მაინც დამკითხა და დღევანდელი იყო ყველაზე კორექტული, კვალიფიციური რაც კი ყოფილა. ამის გამო მოხარული ვარ და პოლიცის ეს რგოლი მუშაობს გამართულად. მადლობა მათ. ზუსტად ვიცი, ესენი რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიიღებდნენ სწორ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც დაზიანებები მომაყენა, შეუძლებელია მოტივის გარეშე ვინმე იყოს სასამართლოში და აღნიშნულის გარეშე ისინიც იქ ვერ იქნებოდნენ. ეს ხალხი დაქირავებულია და ამას აკეთებს ვოლსკი. სწორედ გია ვოლსკია დამკვეთი და დამნაშავე, ამიტომ ის უნდა დაიკითხოს. მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მანდატი დატოვოს, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში",-აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

ცნობილია, რომ ნიკა გვარამიას ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.


close დახურვა