logo
ENG



ნიკა გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

31 ოქტ 202323:34
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და სთხოვს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ეს განცხადება გვარამიამ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. 

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს უნდა გვესმოდეს და აქ უნდა დავსვათ წერტილი, ეს არის ასე. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა წამებასთან მიახლოებული ფორმები, მინიმუმ, არაადამიანური დამოკიდებულება და აქაც არის წერტილი. სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს არაფერი მითხოვია მისთვის და ახლა, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან მას ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა იცინოს ოცნებამ, ვიღაცას სჯერა თუ არ სჯერა, ადამიანის სიცოცხლე არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, ის არის პატიმარი, პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უკვე მინიშნებები, რომ შესაძლოა ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ამას ვერ იზამს, უბრალოდ იმიტომ რომ აღარ იქნება მაგ დროს, მან უნდა გაარღვიოს წრე, უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომა, არ უნდა გაიჭედოს ამ შეცდომაში, უნდა გადააბიჯოს - "არა და არასდროს" და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები აწუხებს, ეს მოიხსნება ეგრევე", - განაცხადა გვარამიამ. 


close დახურვა