logo
ENG



ნიკა გვარამიას ვიზიტი აშშ-ში - შაბათის ფორმულა

07 ოქტ 202320:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რუსული გავლენები, კანდიდატის სტატუსის მოლოდინი და 2024 წლის არჩევნები - ყველა ამ თემაზე, ნიკა გვარამია, თითქმის ერთი კვირაა, შეერთებულ შტატებში, სენატის და კონგრესის წევრებთან გამართულ შეხვედრებზე საუბრობს; მთავარი არხის დამფუძნებელი, ვაშინგტონში, პოლიტიკური წრეების იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კარგად ინფორმირებულები არიან და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ივანიშვილის ყოფილი პოლიტ პატიმარი, სტრატეგიულ პარტნიორებს, საკუთარ ხედვას აცნობს, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მთავარი ცვლილება, რომელიც დიდი ხნით საქართველოს მომავალს განსაზღვრავს; ნიკა გვარამიას, შეხვედრების დასრულების შემდეგ ესაუბრა, ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი და ამ ვიზიტის მთავარ საკითხებს გაგვაცნობს.


close დახურვა