logo
ENG



ნიკა მელია: ბერაიას ხობის სუს-ის ოპერ.მუშაკმა რომ დაურეკოს, იმას იზამს, რასაც ეტყვიან

13 ნოე 201921:36
3 წუთის საკითხავი
 
4fj9m6ob82bb1ul.jpg

სოფო ზურაბიანთან „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესები უდიდესი შეურაცხყოფაა.

„დაჩი ბერაიას ხობის სუს-ის განყოფილების უფროსმა კი არა, ხობის სუს-ის ოპერ. მუშაკმა რომ დაურეკოს და უთხრას, ასე არ გააკეთო დაჩი, ასე არის საჭირო, გააკეთებს ისე, როგორც სჭირდება ხელისუფლებს და სუს-ს. ენზელ მკოიანთან მიმდინარეობს კონსულტაციებიო - ახალქალაქ-ნინოწმინდის მუდმივ დეპუტატთან - რომლის მიმართაც აღძრულია რამდენიმე საქმე, თაროზე შემოდებული; და ეს უნდა გაასაღოს ხელისუფლებამ რეალობად. აქ არის უდიდესი დანაშაული, აქ არის უდიდესი ცინიზმი, აქ არის უდიდესი შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დღესაც არ უყარა კენჭი. 


close დახურვა