logo
ENG



ნიკა მელია: ხალხი უნდა გავაღვიძოთ

13 ნოე 201921:48
3 წუთის საკითხავი
 
syrk3s8ork4ogt7.jpg

„პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა ხალხის გამოფხიზლება. 

„ეს არის რუბიკონის გადალახვის მცდელობა - ამას ან უნდა დაუპირისპირო ადეკვატური პასუხი ან უწუწუ-მუწუწუ და იცით რა, უნდა დაანახო ძალა. როგორც ძლიერი, ისე უნდა იდგე ბიძინა ივანიშვილის წინ და არა როგორც მოწყალე. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად მშვიდობიანად. ხალხი უნდა გავაღვიძოთ და ხალხი არ გამოვა, თუ არ დაინახა წრფელი ემოციები და თავი გადადებული, არ გამოვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, პარლამენტი კენჭს ვერ უყრის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულიდან პროპორციულზე უნდა გადავიდეს.


close დახურვა