logo
ENG



ნიკა მელიას ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მოკლული ქალი, შსს-ს თანამშრომლის გასროლას შეეწირა

20 აპრ 202009:37
3 წუთის საკითხავი
 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობას ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომელიც სოციალურ ქსელში  წერს, რომ გასროლა შსს თანამშრომლებმა მოახდინეს.

როგორც  ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს,  წყარო, რომელმაც მკვლელობის შესახებ შეატყობინა, ამბობს რომ რამდენიმე პოლიციელი კომენდატის საათის დროს ისროდა. 

„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან და მერე რა ხდება?

"როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს! კლავს მოხუცი დედის თვალწინ! ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის ქალი მოკლესმომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა