logo
ENG



ნიკა რურუას სიკვდილის შემდეგ მისი წიგნი გამოიცა

10 ოქტ 201918:32
3 წუთის საკითხავი
 
tzdtrmrj6vqb2gf.png

ნიკა რურუას სიკვდილის შემდეგ მისი წიგნი „თავისუფლების კანონი“ ხელმეორედ გამოიცა. თუმცა, ძველი გამოცემისგან განსხვავებით, ახალში შესულია ისეთი მასალები, რომლებიც იქამდე არსად დაბეჭდილა.

ახალი გამოცემის ერთ-ერთი პირველი მკითხველი ნიკოლოზ რურუას ძმა გიორგი რურუაა.  

წლების წინ თარგმნილ და დაწერილ მასალებს დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე, დამფუძნებელ მამებსა და უბრალოდ, თავისუფლებაზე თავი ფილოსოფოსმა, ნიკოლოზ რურუას მეგობარმა და პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოუყარა და ერთ წიგნად გამოსცა. კრებულში,  ჭიაბერაშვილის გადაწყვეტილებით,  ისეთი თარგმანები და წერილებია შესული, რომლებიც პირველ გამოცემაში ავტორს თავად არ გამოუქვეყნებია. საგანმანათლებლო-შემეცნებითი კრებული ქართული პოლიტიკური სივრცის კულუარებს, ფილოსოფიის, დემოკრატიისა თუ იურისპრუდენციის საკითხებს ეხმიანება.

ავტორი: ლიზა ციციშვილი


close დახურვა