![g2nqvbpgakrvxd5.jpeg](/uploads_script/news/thumb_g2nqvbpgakrvxd5.jpeg)
ნიკა რურუას ძმა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, ბაგებში სახლთან, დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, ის დიღომში, მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
გიორგი რურუა რუსთაველზე მიმდინარე აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა.
შსს-ს განმარტებით ნიკა რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.