ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლოს.
80 წლის ორტეგამ, რომელიც ქვეყანას 2007 წლიდან მართავს, აღნიშნა, რომ მის კონტროლქვეშ მყოფ პარლამენტთან ერთად ახალ კანონებს მიიღებს, რომლებიც, მისი თქმით, „კედელს აღმართავს“ ოპოზიციის წინააღმდეგ.
„აქ აღარ იქნება არჩევნები, რათა მათ [ოპოზიციამ] ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლონ“, – განაცხადა ორტეგამ 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ორტეგას არ დაუკონკრეტებია, ოფიციალურად გაუქმდება თუ არა არჩევნები, ან აიკრძალება თუ არა ოპოზიციის მონაწილეობა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განცხადება ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის კიდევ უფრო გამკაცრებაზე მიუთითებს.
