თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის პროცესი იწყება. დღევანდელ პეოცესზე სასამართლო მხარეების პოზიციებს მოისმენს და ამით დასრულდება წინასასამართლო სხდომა. ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულები წყნეთში დააკავეს, მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
10 იან 202211:30
3 წუთის საკითხავი