logo
ENG



ნიკოლა სარკოზის 3-კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ

10 ნოე 202517:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/10/rnhq0zij3c7itd7.jpg

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ციხეში 5-წლიანი სასჯელის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ გაათავისუფლებენ.

სარკოზის გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. 

ამის სანაცვლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დაექვემდებარება მკაცრ სასამართლო ზედამხედველობას და აეკრძალება საფრანგეთის დატოვება.

მოსალოდნელია, რომ იგი საპატიმროს დღეს საღამოსვე დატოვებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ყოფილ პრეზიდენტს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმის საფუძველზე, რომ მან 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის, ლიბიის გარდაცვლილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ფულით კრიმინალური შეთქმულება მოაწყო.


close დახურვა