logo
ENG



ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის სანახავად ისევ არ შეუშვეს

17 ნოე 202101:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/vz1ihalxp9qudcz.jpg

ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ისევ არ შეუშვეს. 

ექიმი მე-18 დაწესებულებასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა პასუხს შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. 

"მიზეზი სხვადასხვაა. ხან დაკავებულია, ხან მითხრეს მოიცადეთ და ასე შემდეგ. ბოლო მიზეზი მითხრეს, რომ ძალიან გვიანაა და შესვლა სჯობს გადავდოთ. ეს არანორმალური ფაქტია, რომ ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი უკვე მესამე დღეა. ხვალ, ალბათ, მოვალ დილის 11 საათზე და მერე დაველოდები", - ამბობს ყიფშიძე. 

მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხის საავადმყოფოში შევიდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. 

ექიმთა საბჭო ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ოთხ საათზე მეტხანს იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საბჭოს წევრებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პერსონალს და შეაფასეს იქ არსებული სიტუაცია.

საბჭოს წევრი, კლინიკა ღია გულის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა.


close დახურვა