logo
ENG



ნინო ალხაზიშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 9 არასრულწლოვანი აგრძელებს

12 მაი 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. სამივე მათგანთან განმეორებითი კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. კლინიკაში სულ 65 პაციენტი მკურნალობას, მათგან 53 კოვიდინფიცირებულია, 5-ის მდგომარეობა კი საყურადღებო, - მათ სხვადასხვა ტიპის პნევმონია აღენიშნებათ.

როგორც კლინიკის ინფექციონისტი, ნინო ალხაზიშვილი აცხადებს, კლინიკაში საეჭვო 7 პაციენტის ბიოლოგიურ მასალაზე კვლევის პასუხებს ელოდებიან. 

ბოქსირებული განყოფილებაში არის სულ 65 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებული 53-ია. 9 პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის. ამ ეტაპზე 5 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, მათ პნევმონია აღენიშნებათ.“, - განაცხდა ნინო ალხაზიშვილმა.


close დახურვა