ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბრამიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
"ჩვენი გუნდის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქნება, ოღონდ განსხვავებით სხვა პარტიების ლიდერებისგან, თუ მეორე და მესამე პირებისგან, ყოველ წუთს ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ",- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.