logo
ENG



ნინო ლომჯარია: ჩემი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება

18 მარ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
ნინო ლომჯარია: ჩემი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მისი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება, უსაფრთხოების გამო კი დეტალებზე არ საუბრობს. 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ. წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!" - წერს ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე. 

მისი უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა. 

"მე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოხატა ჩვენ მიმართ", - განაცხადა დენისოვამ ფორმულას ეთერში საუბრისას.


close დახურვა