logo
ENG



ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება

06 მარ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტვ პირველის შაბათის გადაცემის ანონსს გამოეხმაურა - ანონსი ფარულ ჩანაწერს ეხება, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. 

ლომჯარია ამბობს, რომ "წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია". 

მისივე თქმით: 

"მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს.". - განაცხადა ომბუდსმენმა. 

ომბუდსმენს მანამდე ომბუდსმენს ქართული ოცნების წევრმა, სოზარ სუბარმა მოუწოდა, გამოეთქვა თავისი პოზიცია და შეეფასებინა, "რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას". 

სუბარმა ისიც თქვა, რომ სასამართლოს შეუძლია, "აკრძალოს ამგვარი ჩანაწერის ეთერში გაშვება". 


close დახურვა