logo
ENG



ნინო ლომჯარიას 5 წელი - შაბათის ფორმულა

10 დეკ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

5 წლის წინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უმრავლესობით - სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. ოლიგარქიულ მმართველობაში მოლოდინი რომ ახალი ომბუდსმენი მათი უსიტყვო დამყოლი იქნებოდა არ გამართლდა. ამიტომ მალევე ივანიშვილის მთავრობამ ერთ-ერთ მტრის ხატად სააკაშვილთან ერთად ნინო ლომჯარია გამოაცხადა. ომბუდსმენს ამ წლების განმავლობაში მუშაობა უწევდა მუდმივ თავდასხმებსა და ბულინგში. მისი მისამართით არაერთხელ ყოფილა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ პრორუსულმა მთავრობამ, არაერთხელ დააორგანიზა სიძულვილით მოტივირებული საპროტესტო აქციები, ომბუდსმენის ოფისში შევარდნით. მიუხედავად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში მუშაობისა, ლომჯარია ამ წლების განმავლობაში არასდროს მორიდებია როგორც მისი კონსტიტუციური უფლებამოვალეობის განხორციელებას, ისე საჯაროდ საკუთარი შეფასებების გახმაურებას. ყველაზე ხმაურიანი ანგარიშები, რომელიც ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს უკავშირდება, ქართულ ციხეებში არსებული უმძიმესი ვითარება. ეს დასკვნა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება გახდა, ქართული ოცნებისთვის ბოლო წვეთი, რომ საკუთარი სახე დაუფარავად გამოეჩინათ და ლომჯარიას მიმართ სრული დატვირთვით აემუშავებინა პროპაგანდისტული მანქანა. ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის განმავლობაში იყო. ის პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.  ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის პარლამენტს საკუთარი კანდიდატურა 19-მა სუბიექტმა შესთავაზა. მათი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულდა. საპარლამენტო პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

 


close დახურვა