logo
ENG



ნინო ქადაგიძე - დღესაც ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალია

04 ნოე 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
ndzhbju9qyyhnsr.png

"დღესაც ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო აბსოლურურად თავისუფალია" - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ის ამ წუთებში დეპუტატების სშეკითხვებს პასუხობს. განცხადება მან უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

„მარტივი არ არის ამის თქმა არის თუ არა სისტემაზე ზეწოლა, დღესაც ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალია. სასამრთლო არის თავისუფალი ინსტიტუიურად თუ მინიმუმ ორჯერ მაინც შეიცვლება ხელისუფლების ორი შტო და მესამე შტო, რომელიც  სასამართლოა, დარჩება თავის ადგილზე მყარად. ამ შემთხვევაში შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ რომ ქვეყანაში სასამართლო შედგა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორ მოხვდა ის მოსამართლეთა ათკაციან სიაში, რაზეც მან განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირდა.

„მე გიორგი მიქაუტაძე დამიკავშირდა. მან მითხრა, რომ აპირებდნენ ჩემს ნომინირებას. ბუნებრივია, მე მადლიერებით მივიღე ეს, რადგან ჩავთვალე რომ სასიამოვნოა, როცა დაგინახავენ შენ უწყებაში და ცდილობენ ისევ იმავე პოზიციაზე დაგაბრუნონ სადაც იყავი, ბუნებრივია მადლიერებით დავთანხმდი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 


close დახურვა