logo
ENG



ნინო წილოსანი: ოცეულში ის ლიდერები იქნებიან, რომელთა მონაწილეობას ვეყრდნობით

09 სექ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მმართველი პარტიის პროპორციული სიის ოცეულში იქნებიან ლიდერები და "ძირითადად ახალი სახეები". ამის შესახებ მან სიის წარდგენამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტებს განუცხადა.

"პარტიის ოცეული იქნება ძირითადად, ახალი სახეებით დაკომპლექტებული, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნებიან ის ლიდერები, რომელთა გარეშე ეს კამპანია წარმოუდგენელია და თავისთავად ჩვენ ყველა მათ მონაწილეობას ვეყრდნობით", - ამბობს წილოსანი.

ნინო წილოსანი მის ათეულში ყოფნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ხვალ, 10 სექტემბერს გახდება ცნობილი ოცეულის ვინაობა. მანვე აღნიშნა, რომ ოცეულში მინიმუმ ხუთი ქალი იქნება. 


close დახურვა