ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, ნაციონალური მოძრაობა შინაარსისგან დაიცალა. ასე შეაფასა მან პარტიის მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენა.
წილოსანი ფიქრობს, რომ პარტიის შიგნით ადგილებს ვერ იყოფენ.
"ფაქტია, რომ ერთი და იგივე არარეიტინგული და უავტორიტეტო კადრების ტრიალი საპარლამენტო სიაში და მათ შორის, ახლა უკვე მუნიციპალური მერების კანდიდატებად კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს პარტია დაიცალა შინაარსისგან.
მათ რეალურად აქვთ კრიზისი. ისინი დიდი ხანი ვერ თანხმდებოდნენ კანდიდატებზე, მათ შორის არ მოხდა სრულად ყველა მერობის კანდიდატის წარდგენა, ალბათ, გამომდინარე იქიდან, რომ შიგნითვე საკმაოდ დიდი დაძაბულობა აქვთ და ვერ იყოფენ ადგილებს", - თქვა დეპუტატმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონებში მერობის კანდიდატები გუშინ, 15 აგვისტოს წარადგინა.