ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი Facebook-ზე წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია...
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს", - წერს წილოსანი.
კორონავირუსი დაუდასტურდა ქართული ოცნების დეპუტატ გენადი მარგველაშვილსაც.
საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.