logo
ENG



ნინოწმინდაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ, დააკავეს 11 ადამიანი

24 აგვ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
mcx1fieecu2xuuj.jpeg

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ თორიაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად, ორივე მხრიდან დაკავებულია 11 ადამიანი. გარდა ამისა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი საძოვრები გახდა. კერძოდ, მომთაბარე მწყემსების ასობით ცხვარი სოფელ თორიაში ბალახობდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, სოფლის პირუტყვი საკვების გარეშე რჩებოდა.

როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა და 225-ე მუხლებით დაიწყო.

 


close დახურვა