logo
ENG



კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

23 დეკ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/sawtzlr1a8nvp7c.jpg

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდაფარცხისიმანგლისიწალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


close დახურვა