ნინოწმინდაში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Nor ავრცელებს.
დაშავებულები ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მძიმე მოტეხილობები აღენიშნებათ.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.