ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბედლი მიშკას ჩვენება გაიმართა.
დიზაინერების შთაგონების წყარო წელს "ბითლზის" ები როუდი გახდა. კოლექციაში ჰაეროვანი და მსუბუქი ქსოვილი დომინირებს. წლის მთავარ ფერებად კი ღია ნაცრისფერი, ღია ვარდისფერი, შავი და ყავისფერი შეარჩიეს. ნამუშევრებისთვის ბედლი მიშკამ ცხოველის და ყვავილების პრინტიც გამოიყენა. ჩვენებას ნიუ-იორკში ალეკ ბოლდუინიც დაესწრო.
