ნიუ-იორკში „ბიტლზის“ ნივთების აუქციონისთვის ემზადებიან. ვაჭრობა 10 აპრილსაა დაგეგმილი. გასაყიდად სულ 300-მდე ლოტს გაიტანენ, თუმცა მათ შორის მთავარი ხის სცენაა, რომელზეც ლივერპულელი ოთხეული საყოველთაო აღიარების მოპოვებამდე უკრავდა. ვარაუდობენ, რომ სცენა 10-დან 20 ათას დოლარამდე ფარგლებში გაიყიდება.
აუქციონზე გაიყიდება, ასევე, პოლ მაკარტნის მიერ 1968 წელს სტუდიური ჩანაწერისთვის გაკეთებული სიმღერის "ჰეი ჯუდის" ტექსტი. აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ „ბიტლზის“ თაყვანისმცემლები ამ ლოტში 180 ათას დოლარამდე გადაიხდიან.