logo
ENG



ნიუ-იორკში კაცმა 4 ნათესავი მოკლა, მათ შორის 2 ბავშვი - დაჭრილია 2 პოლიციელი

03 დეკ 202320:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/03/u2rct8b4ydiyjal.png

ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში თავდამსხმელმა 4 ადამიანი მოკლა, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. თავდასხმის დროს კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, სახანძრო სამსახურში დახმარების თხოვნით ზარი შევიდა - ახალგაზრდა ქალი აცხადებდა, რომ მისი ბიძაშვილი მისი ოჯახის წევრებს კლავდა. მისამართზე მისულმა ორმა სამართალდამცველმა დაინახა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბარგით ხელში ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოდიოდა. სამართალდამცველებმა კაცთან დალაპარაკება სცადეს, თუმცა მან ორივე პოლიციელი დანით დაჭრა. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ცეცხლის გახსნა შეძლო. დაჭრილი თავდამსხმელი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟის მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა სახლთან 11 წლის გოგო იპოვეს - ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ჭრილობების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახლში, იპოვეს კიდევ 3 ადამიანის ცხედარი. პოლიციაში ამბობენ, რომ მკვლელობა სამზარეულოს დანით არის ჩადენილი. 

რაც შეეხება თავდამსხმელს ის 39 წლის კაცია, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი.


close დახურვა