როკფელერის ცენტრში ნიუ-იორკის მთავარი საშობაო ნაძვის ხე დადგეს. მალე მას გიგანტური გირლანდებით მორთავენ, კენწეროზე კი სვაროვსკის ბროლის ვარსკვლავს დაამაგრებენ.
ხე ნიუ-იორკს წელს ორინჯის ოლქის მცხოვრებმა აჩუქა. ის სიმაღლეში 23 მეტრია და 14 ტონას იწონის. როკფელერის ცენტრთან მის დასადგმელად საგანგებოდ მობილიზებული იყო ამწეები და 50-მდე მუშა. ხეზე საშობაო განათებას 4 დეკემბერს ჩართავენ, სწორედ ამ დღეს გაიხსნება ქალაქში ოფიალურად საშობაო სეზონი.