მორიგი სროლა ამერიკის კოლეჯის ტერიტორიაზე. ნიუ-ჯერსიში, ფეხბურთის მატჩის დროს სტადიონზე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რასაც პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა. არიან დაშავებულები.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ექიმები ბავშვის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსროლელი იდენტიფიცირებული არ არის. უცნობია თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველიც ჰყავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას დაკავებულებიც არ ჰყავს.