logo
ENG



ნიუ-ჯერსიში შეიარაღებულ დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

11 დეკ 201909:19
3 წუთის საკითხავი
 
lamk5bff0jqjfcn.jpg

სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-ჯერსიში შეიარაღებულ დაპირისპირებას. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია. არიან დაშავებულებიც. სროლა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მომხდარის გამო მანჰეტენიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ქალაქში სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მომხდარის მოტივი უცნობია.

ინციდენტს გამოეხმაურნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხდარს ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი.

 


close დახურვა