ნიუ-ჰემფშირში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ბერნი სანდერსი ლიდერობს.
ამ დროისთვის ხმების 95 პროცენტია დათვლილი.
78 წლის კანდიდატს მხარი დემოკრატი ამომრჩევლის 26-მა პროცენტმა დაუჭირა.
მას მინიმალური სხვაობით ჩამორჩება პიტ ბუტიჯიჩი, რომელსაც ხმა 24 პროცენტზე მეტმა მისცა. პირველ სამეულში მოხვდა სენატორი ელიზაბეთ უორენიც.
ნიუ-ჰემფშირში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგები დემოკრატიული პარტიის შეკრებაზე სანდერსისთვის და ბუტიჯიჩისთვის 10-10 -ი დელეგატის ხმას უზრუნველყობს.