ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წელს გადაეცა ორ ჟურნალისტს - რუსული გამოცემა ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური გამოცემა Rappler-ის დამფუძნებელს, მარია რესას. მათ პრემია მიიღეს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში გაწეული ძალისხმევისთვის, რაც რაც ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობისათვის".
"მიუხედავად თანამშრომლების მკვლელობისა და მუქარებისა, ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს უარი არ უთქვამს გაზეთს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე. ის თანმიმდევრულად იცავდა ჟურნალისტების უფლებებს", - განაცხადა ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა. ბერიტ რეის-ანდერსენმა ასევე აღნიშნა, რომ მურატოვს უწევს მუშაობა იმ პირობებში, როცა მის ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა იზრდება.
"როგორც ჟურნალისტმა და გამოცემა Rappler-ის დამფუძნებელმა მარია რესამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სიტყვის თავისუფლების უშიშარმა დამცველმა. Rappler კრიტიკულად აშუქებდა დუტერტეს რეჟიმის სკანდალურ და სისხლიან კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ", - განაცხადეს ნობელის კომიტეტში.
BREAKING NEWS:
The Norwegian Nobel Committee has decided to award the 2021 Nobel Peace Prize to Maria Ressa and Dmitry Muratov for their efforts to safeguard freedom of expression, which is a precondition for democracy and lasting peace.#NobelPrize #NobelPeacePrize pic.twitter.com/KHeGG9YOTT