სამოქალაქო აქტივისტების ნოდარ რუხაძის და გიორგი შოთაძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა.
სასამართლო გადაწყვეტილებით, რომეო ფარულავა წვრილმან ხულიგნობაზე 500 ლარით დაჯარიმდა, პოლიციის დაუმორჩილებლობის ნაწილში კი სამართალწარმოება დასრულდა.
შეგახსენებთ, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" რამდენიმე წევრი პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავა. მათ შორის ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე, რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე და გიორგი მუმლაძე.