logo
ENG



ნოდარ რუხაძის თქმით, მოსამართლემ სხდომიდან გამოაძევა

11 ნოე 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/fvb9us6f82x73ov.jpg

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის ნოდარ რუხაძის თქმით, მოსამართლემ ის სასამართლო სხდომიდან გამოაძევა. რუხაძის შეფასებით, მოსამართლე თამარ მეშველიანი ბრალდებულების მიმართ აგრესიულად იქცეოდა. 

"ჩემი გამოძევების მიზეზი გახდა ის, რომ მე ხმადაბლა გადავუჩურჩულე გიორგი მჟავანაძეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო მოსამართლე ასეთი აგრესიული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ჩვენზე უკვე ჰქონდა წინასწარ წარმოდგენა შექმნილი. აგრესიულად მეტყველებდა, აგრესიული იყო მისი ტონი, აგრესიული იყო მისი წინადადებები, რომლითაც ის საუბრობდა",-ამბობს რუხაძე.

მოძრაობა სირცხვილიას ორი აქტივისტის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მათ საქმეს მოსამართლე თამარ მეშველიანი განიხილავს.

გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად დააკავესაქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 


close დახურვა