ნოემბრიდან თბილისი-რიგას მიმართულებით ფრენები კვირაში ერთის ნაცვლად სამჯერ შესრულდება. ამის შესახებ ფორმულას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.
მათი ცნობით, ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება.
ამ დროისთვის თბილისის საერთაშორის აეროპორტიდან რეგულარულად სამი ავიაკომპანია Lufthansa, Air France და Air Baltic მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით დაფრინავს. რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა ქუთაისიდან Wizz Air-მაც მხოლოდ ერთი, რიგის მიმართულებით.