logo
ENG



ნოვაკი: თუ G7 რუსეთს ნავთობის ფასებზე შეზღუდვებს დაუწესებს, მათ ნავთობს აღარ მივაწვდით

02 სექ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/pqm5h1vwrj2tl9y.jpg

დიდი შვიდეულის შეხვედრამდე, რომელიც რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებას შეეხება, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ამგვარი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, რუსეთი შესაბამის ქვეყნებს ნავთობს აღარ მიაწვდის.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს

„თუ ისინი ფასებზე შეზღუდვებს დააწესებენ, ჩვენ უბრალოდ აღარ მივაწვდით ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს იმ კომპანიებსა და სახელმწიფოებს, ვინც ამ შეზღუდვებს დაგვიწესებენ, ვინაიდან ჩვენ კონკურენციის გარეშე არ ვიმუშავებთ“ - განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკი შეზღუდვების დაწესების შეთავაზებებს „სრულ აბსურდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ნავთობის მსოფლიო ბაზარს გაანადგურებს.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა დღეს, 2 სექტემბერსაა დაგეგმილი. მთავარი საკითხი რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესება იქნება.

აშშ აცხადებს, რომ ეს პუტინის შემოსავლებისა და გლობალური ენერგოფასების შემცირების საუკეთესო გზა იქნება.

„ეს არის ჩვენი აზრით, ყველაზე ეფექტური გზა რომ პუტინის შემოსავლებს მძლავრად დავარტყათ და ამის გაკეთებით არა მხოლოდ პუტინის ნავთობის შემოსავლები დაიკლებს, არამედ გლობალური ენერგოფასებიც“ - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა - კარინ ჟან-პიერმა

ფასის ჭერის დაწესებით ენერგომიმწოდებელს არ შეეძლება კონკრეტული მოცულობის  ნავთობზე დაწესებულზე მაღალი თანხა გადაახდევინოს მომხმარებელს


close დახურვა