ნოვოსიბრისკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტს უჩერებს. მიზეზად თეატრი ინფორმაციის მედიით წინასწარ გავრცელებას ასახელებს.
ნინო ანანიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღანელად უნდა დანიშნულიყო.
თეატრის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გაცხადება გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე "არის უპატივცემულო უღირსობა დასის მხატვრების მიმართ".
"ამიტომ, ჩვენ იძულებულნი გავხდით, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება მანამ, სანამ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შესახებ ყველა გარემოებას არ გავეცნობით". - წერია თეატრის განცხადებაში.
განცხადებისვე მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის შუა რიცხვებში იქნება მიღებული.
ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეარტის ხელმძღანელი გახდებოდა, 6 იანვარს გახდა ცნობილი. ანანიაშვილმა ეს რადიო თავისუფლებას უთხრა. მისივე თქმით, პარალელურად რჩებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღანელად.
