logo
ENG



ნონიაშვილი კირბალზე: ოცნება არც ერთ ბერკეტს არ იყენებს, რომ ასეთი შედეგი აიცილოს

07 ნოე 202311:25
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული ოცნების შემრიგებლური დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ტოტალურად დაუცველს ტოვებს.

"გუშინ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ეს არის ვითარება, სადაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს და მისი შემრიგებლური დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ტოტალურად დაუცველს ტოვებს. ეს არის ვითარება, სადაც საქართველოს ხელისუფლება არც ერთ ზემოქმედების ბერკეტს არ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს და აიცილოს.

მარტო ეს ამბავი არ არის სინამდვილეში, იმიტომ, რომ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ -ირაკლი ბებუას ტყვეობის საკითხი სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის მიერ, სადაც ვერანაირი პროგრესი და შედეგი ვერ წარმოშვა საქართველოს ხელისუფლების მუშაობამ. მაშინ, როდესაც შეუძლია ზემოქმედების რეალური ბერკეტების გამოყენება", - ამბობს ნონიაშვილი.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა