ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
"ღრმად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.
Deeply concerned by reports of disproportionate use of force against peaceful protesters in Tbilisi.
We urge all actors to refrain from violence, and call on Georgia’s government to uphold the right to peaceful protest and assembly.